უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 თებერვალი, 2018 14:45
font-size

გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს

ჟურნალისტ, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.

გიორგი სანაიას საფლავთან ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. 2011 წელს მოკლულ ჟურნალისტს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი თავიდანვე ამბობდნენ, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.

გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, რომ დაიკითხოს ყველა ის პირი, მათ შორის შევარდნაძის მთავრობიდან, რომელიც კოტე ციხისთავის განცხადებაში ფიგურირებდა.

მისი თქმით, სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგამოძიებო ორგანოდან ოჯახს არავინ დაკავშირებია.

როგორც ვახო სანაია ამბობს, ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა და მას ჰყავდა შემკვეთები, ორგანიზატორები, დამხმარეები და შემსრულებლები.

“რუსთავი 2”-ის ეთერით ციხიდან მოვისმინეთ კოტე ციხისთავის განცხადება. ის საუბრობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის, “კასეტასთან” დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ორგანიზატორები და მან დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ მკვლელობის შემსრულებელი იყო შოთა ჭიჭიაშვილი.

ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. რამდენიმე დღეში, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, დაიკითხოს კოტე ციხისთავი. ჩვენ არ ვიცით, რა ინტერესით და რატომ დაიწყო ახლა მან ამ თემაზე საუბარი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების, სახელმწიფოს, პროკურატურის გასაკეთებელი. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას.

პროკურატურას ახლაც მივმართავთ მედიის საშუალებით და რამდენიმე დღეში განცხადებასაც შევიტანთ”, - განაცხადა ვახო სანაიამ.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი სერ

პროკურატურამ ორი პოლიტპატიმრის საქმე დაასრულა, 3 დაზარალებულ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლება

იბერია ტვ-ს საქმეზე დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას მომდევნო სხდომაზე დაასრულებს

14 ნოემბერი, 2018 , 13:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. საქალაქო სასამართლოში გუშინ საღამოს გამართულ ს

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული ა.შ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოშ

უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს მთავარი პროკურატუ

ორი ტრანსგენდერის მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`