უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2018 17:30
font-size

გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოები N27-12-11-10-7 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს. გიორგი ტყემალაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

„სამგორის რაიონში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარეობს ცენტრალური გზის დაგება და შიდა კვარტალური გზების შეკეთება. დღეს გავეცანით აეროპორტის დასახლებაში გზის დაგების სამუშაოებს. ასევე კეთდება ახალი ბორდიურები. უკვე გამოცვლილია საკანალიზაციო სისტემა. უახლოეს მომავალში ასეთივე საგზაო სამუშაოები სხვა მისამართებზე გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სამგორის რაიონის გამგებლის კახაბერ გულედანის განცხადებით, სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება.

„რამდენიმე მისამართზე მოეწყო ორშრიანი ასფალტის საფარი. აქ 30-40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა საგზაო ინფრასტრუქტურა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე გამოიცვალა საცხოვრებელი კორპუსების წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელი,“- განაცხადა კახაბერ გულედანმა.

სამუშაოების ფარგლებში იგება 2500 კვ.მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი. 1200 კვ.მეტრზე ეწყობა საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ბილიკები და სარინელები. გამოიცვალა და დამატებით მოეწყო ახალი ბეტონის ბორდიურები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 200 000 ლარი.

სამომავლოდ დაგეგმილია აეროპორტის N3-4-5 კორპუსებისთვის ახალი მისასვლელი გზის მოწყობა ჭანკოტაძის ქუჩის მხრიდან. ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწყობა სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურ საფარიანი სტადიონი, რომლისთვისაც სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 110 000 ლარი.

ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი

18 თებერვალი, 2019 , 17:50

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფ

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო

18 თებერვალი, 2019 , 16:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მ

“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

18 თებერვალი, 2019 , 16:30

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხო

ხვალ ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

18 თებერვალი, 2019 , 15:05

19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც გაიხსნება 2019 წლის სექტემბერში საგურამოში და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირვე

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

18 თებერვალი, 2019 , 13:25

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა უნიკალური პროექტი -  PLUS გამოცდილება დაიწყო. საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებელს  უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს PLUS გამოცდილების

„TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

18 თებერვალი, 2019 , 13:05

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბა