უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 თებერვალი, 2019 17:02
font-size

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას: „თქვენ არ გსურთ სიმართლის გაგება და ცდილობთ როგორმე მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ”

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მან ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრებს სიმართლის გაგება არ სურთ.

„თქვენ ფრაქციაში არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევის საკრებულოში და არიან ახლაც. ძალიან მარტივი იქნებოდა გადაგემოწმებინათ ის საკითხები, რომლებზეც განცხადებებს აკეთებთ, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ თქვენ არ გსურთ სიმართლის გაგება და ცდილობთ როგორმე მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა. მან ნუცუბიძის ქუჩაზე მონაცვლეობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაახლოებით წელიწადნახევარია ეს განაშენიანების რეგულირების გეგმა შესულია საკრებულოში და საკრებულომ არ შეითანხმა ეს საკითხი სწორედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მან ასევე უსაფუძვლო უწოდა ოპოზიციის განცხადებებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკითხთან დაკავშირებით.

„თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ახალი გენგეგმის მიმართულებით არ მივდივართ და ვიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს. დღეს კომისიის სხდომაზეც გაჩვენეთ, სამრეწველო ზონებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებს იღებს და გულისხმობს ახალი გენგეგმა, მაგრამ აქაც თქვენ არ მოისურვეთ, რომ გაცნობოდით საკითხს და ასე წინასწარ ამობეჭდილი გაფერადებული ფურცლებით მოხვედით, ალბათ გუშინ ბევრს ემზადებოდით ამისთვის. სიმართლე არის ის, რაზეც ფაქტები მეტყველებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას კოლეგიალობისკენ მოუწოდა.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი

16 თებერვალი, 2019 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთ

მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს

16 თებერვალი, 2019 , 10:15

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონ

მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

16 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. მამუკა ბახტაძესთან ერთა

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი

15 თებერვალი, 2019 , 16:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფო

პარლამენტის დელეგაცია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, მარზუკ ალი ალ გჰანიმს შეხვდა. მხ

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

უკვე თვენახევარია, რაც ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, „გაზპრომსა” და ქართულ მხარეს შორის, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირების შესახებ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებულ