უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
არქივი
საზოგადოება


გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრის კარაბალისს შეხვდა. შეხვედრას საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში ბერძნული დიასპორის ხელმძღვანელი ევგენია კოტინიადი ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შეხვედრაზე ქართველ და ბერძენ ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა. მან საბერძნეთში ქართული დიასპორის და საქართველოში ბერძნული დიასპორის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები სათვისტომოებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას უწყობს ხელს.
„ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას და დიასპორათა შორის ურთიერთობების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. საკრებულოში ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო არსებობს, რომლის მუშაობაშიც ბერძნული დიასპორა აქტიურად არის ჩართული, რაც სასიხარულოა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთში საკმაოდ მრავალრიცხოვანია ქართული სათვისტომო, რომელიც ბერძნულ საზოგადოებაში კარგად არის ინტეგრირებული. ჩვენი დიასპორების საქმიანობა ქართველებსა და ბერძნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საბერძნეთის ელჩმა დიმიტრის კარაბალისმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, დიასპორებს შორის ურთიერთობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს.
მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
2 მარტი, 2021 , 17:15

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
2 მარტი, 2021 , 16:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 16:00

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება
2 მარტი, 2021 , 16:00

ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
2 მარტი, 2021 , 14:55

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 14:55