უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 თებერვალი, 2018 14:29
font-size

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სამგორის ხუთი დასახლების მოსახლეობა პენსიის აღებასა და გადასახადების გადახდას ადგილზე შეძლებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით და „ლიბერთი ბანკის“ ახალი მენეჯმენტის მხარდაჭერით, სოფელ ნასაგურში, წინუბანში, დიდი და პატარა ლილოს დასახლებებსა და ვარკეთილის მეურნეობაში მოსახლეობისთვის საბანკო მომსახურება ადგილზე განხორციელდება.

აღნიშნულ დასახლებებში, ბანკომატების არარსებობის გამო, მოსახლეობას პენსიის აღების პრობლემა ჰქონდა და საბანკო მომსახურების მიღებისთვის შორი მანძილის გავლა უწევდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით, მოსახლეობამ სამგორის მაჟორიტარს მიმართა.

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატისა და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ დასახლებებში „ლიბერთი ექსპრესი“ ივლის და და მოსახლეობა პენსიას ადგილზე აიღებს. „ლიბერთი ექსპრესი“ სამგორის რაიონის ხუთ დასახლებაში თვეში ორჯერ მივა და მოსახლეობას პენსიის აღების გარდა, სხვადასხვა სახის გადასახადების გადახდაც შეეძლება.

სამგორის რაიონში „ლიბერთი ექსპრესი“ დღეს პირველად მივიდა. ადგილზე რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდა. სიახლის შესახებ, დეპუტატმა მოსახლეობას ინფორმაცია პირადად მიაწოდა. გიორგი ტყემალაძემ „ლიბერთი ბანკის“ ახალ მენეჯმენტს თანამშრომლობისთვის და პრობლემის მოკლე ვადებში გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატმა მოსახლეობისთვის აღნიშნული სერვისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ლიბერთი ბანკის“ ახალ ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ დღეიდან ნასაგურის, წინუბნის, დიდი და პატარა ლილოს, ასევე ვარკეთილის მეურნეობის მოსახლეობას საშუალება აქვს ადგილზე ისარგებლოს ბანკის სერვისებით. თანხის განაღდება და სხვადასხვა სახის გადასახადების გადახდა დღეიდან უკვე ადგილზე იქნება შესაძლებელი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა

18 ივნისი, 2018 , 23:30

ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო შემოსულია 205 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევ

თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი

18 ივნისი, 2018 , 23:23

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. შსს-ს ინფორმაციით კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო თბილისში გმირთა მოედანი -თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობა

მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძრაობა შეფერხდა

18 ივნისი, 2018 , 22:54

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გან­ცხა­დე­ბით, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ზეს­ტა­ფო­ნის სარ­კი­ნიგ­ზო

გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

18 ივნისი, 2018 , 22:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა

18 ივნისი, 2018 , 21:30

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა. წვიმას თან ერთვოდა ძლიერი სეტყვაც. წვიმის გამო, დაიტბორა მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასასვლელი. როგორც საგანგებო სი

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს

18 ივნისი, 2018 , 18:53

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს, – ამის შესახებ ნათქვამია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში. მ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე