უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2019 16:05
font-size

გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძეზე: საზოგადო მოღვაწის მანტია მოისხა პოლიტიკური ინდულგენციისთვის

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ისედაც ცხადი იყო, რატომ გადაწყვიტა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ბატონმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება და ფორსირებულ რეჟიმში „თორმეტეულთა“ წარდგენის კამპანია სექტემბერ-ოქტომბერში.

ბუნებრივია, მან კარგად იცოდა, რომ ოქტომბერში სასამართლო პროცესი ელოდა და თადარიგიც წინასწარ დაიჭირა, ანუ საზოგადო მოღვაწის მანტია მოისხა პოლიტიკური ინდულგენციისთვის. გუშინ საკუთარ ფეისბუკზე და დღეს უკვე სასამართლო პროცესზე გაკეთებული სკანდალური და მყვირალა განცხადებები სხვა არაფერია თუ არა ამ პროცესის პოლიტიკურ დევნად წარმოსახვა, საზოგადოებისა და დიპკორპუსის თვალში, სხვა საქმეა, ვის რამდენად სჯერა ეს!

სწორედ ამ პოლიტიკური მოცემულობის შესაქმნელად დაჭირდა მთელი ამ პრეისტორიის განმავლობაში ამ მიმართებით ანაკლიის თემის აქტუალიზაცია მაშინ როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრების საქმეზე ედავება?!

ოქტომბერი კი იმ თვალსაზრისითაც არის საყურადღებო, რომ სწორედ 15 ოქტომბრამდე აქვს კონსორციუმს ბოლო ვადა მიცემული ინვესტორებთან ხელშეკრულების წარმოსადგენად, რომლის თარიღმაც უკვე მერამდენედ გადაიწია და ისიც მთავრობის კეთილი ნებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რამდენიმე მილიონის ჯარიმის ჩამოწერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.სასამართლო პროცესის ამგვარად წარმოჩენა კი ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება, თორემ ვინ დაუშალა სამი წლის მანძილზე, სატენდერო პირობებით აღებული ვალდებულებების შესრულება - შეევსო თუნდაც კონსორციუმის საწესდებო კაპიტალი, 400-მილიონიან საინვესტიციო ნაწილს თავი რომ დავანებოთ?

მისი აშკარად რეალობას აცდენილი და ისტერიული განცხადებები კი მიმართული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის თითქოსდა ფარდას ახდის იმ ჭაობს, რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკვით ემუქრება, სხვა რამეზე უფრო მიუთითებს. ამ განცხადებებში ის წარმოჩნდება არა უსამართლობასთან და ქვეყანაში შექმნილ „დაჭაობებულ“ სიტუაციასთან მებრძოლ რაინდად, არამედ უფრო ჩანს ის დიდი შიში, რაც მისთვის ბრალეულობის სავარაუდო დამტკიცების პერსპექტივიდან მომდინარეობს.

ისე, რჩევის სახით, სანამ ამ ტიპის აბსურდულ განცხადებებს გააკეთებს, მას საქართველოზე ბოლოდროინდელი საერთაშორისო კვლევებისა და გამოხმაურების გაცნობასაც ვურჩევდი, რომლებიც დიამეტრალურად განსხვავდება არსებული სიტუაციის მისეული შეფასებებისგან“. - დაწერა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სხდომის დაწყებამდე ხაზარაძემ განცხადება გააკეთა: „ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება“.

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

22 ნოემბერი, 2019 , 10:50

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამ

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

22 ნოემბერი, 2019 , 10:50

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლი

თბილისის შემოგარენსა და რამდენიმე რეგიონში მოთოვა

22 ნოემბერი, 2019 , 10:50

საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა. დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილი

’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის წევრები და მხარდამჭერები მაჟორიტარულ ოლქებს დააბოქლომებენ

22 ნოემბერი, 2019 , 10:17

22 ნოემბერს, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის წევრები და მხარდამჭერები მაჟორიტარულ ოლქებს დააბოქლომებენ. 09:00 საათზე - არჩილ თალაკვაძის ოლქი, ოზურგეთი, ქალაქის მერიის შენობა, მერაბ კოსტავას#1. სა

ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობეზე ნაგვის ურნა დააბოქლომეს

21 ნოემბერი, 2019 , 16:25

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობეზე ნაგვის ურნა დააბოქლომეს. აქციის მონაწილეებმა მანამდე დეპუტატების სურათები დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყ

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრი გაიხსნა

21 ნოემბერი, 2019 , 15:30

ვითიბი ბანკმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგე