პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი "ძალა ერთობაშიას" ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“. პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან – „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და სტრატეგია აღმაშენებლის ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გაერთიანების მიზანია, დამარცხდეს უმუშევრობა, სიღარიბე, დაბრუნდნენ ემიგრანტები საქართველოში.
„ამ გაერთიანების შესახებ 30 ივლისს გესაუბრებით, სადაც წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. არჩევანი მარტივია, აღმშენებლობა, თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია, ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ წარადგინა გაერთიანების ლოგო და სლოგანი.
„ლოგო, წარწერით „სტრატეგია აღმაშენებელი“ – თეთრი ფერი ეს არის სისუფთავის, სიწმინდის, პატიოსნების სიმბოლო, წითელი ფერი – ეს არის ბრძოლის, გამარჯვების სიმბოლო, ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც უნდა იყოთ ამაყი და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, ჯვრები ეს არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო. სტრატეგია ის არის, რაც სჭირდება ქვეყნას განვითარებისთვის, აღმშენებლობა ეს არის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, – განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30