უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2019 15:25
font-size

გიორგი ვაშაძე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის შექმნის იდეით გამოდის

სტრატეგიის „აღმაშენებელი“ ფარგლებში, დღეს მორიგი თემატური პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „მედიანიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, სტრატეგიაზე მომუშავე გუნდმა, საზოგადოებას რუსული ჰიბრიდული ომისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მომზადებული მათი ხედვა წარუდგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფოსთვის, ჰიბრიდული ომის საფრთხეები ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

როგორც სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ აღინიშნა, სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ისინი გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი.

„ჰიბრიდული ომის მიზანია ამოცანების მიღწევა ტრადიციული ომის საშუალებების გამოყენების გარეშე, ხოლო მისი სამიზნე არა სამხედროები, არამედ დაპირისპირებული საზოგადოებაა. ჰიბრიდული ომის ტაქტიკას აქტიურად იყენებს რუსეთი. ის არის ყველაზე აქტიური სახელმწიფო კიბერ საფრთხეების გამოყენების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა - შეიქმნას ჰიბრიდულ საფრთხეებან ბრძოლის ეროვნული ცენტრი საქართველოში. ცენტრის მიზანი იქნება რუსეთის ჰობრიდული ტაქტიკის კვლევა და მიმდინარე პროცესებში ჰიბრიდული ელემენტების აღმოჩენა. ასევე, კონკრეტულად რუსეთიდან მომდინარე საკითხები, დეზინფორმაციის პროპაგანდა და სხვა.

მიუხედავად ამ გაცხადებული საფრთხეებისა, „ქართული ოცნება“ აფინანსებს პრორუსულ მედია საშუალებებს, რუსულ საინფორმაციო არხებზე იხარჯება მილიონები ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. გვეუბნებიან, რომ რუსულ ბაზარს არ აქვს ალტერნატივა. ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით კი, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულს გვხდიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანას არ აქვს არანაირი სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. ჩვენმა გუნდმა, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები, რომლებიც დღეს შევთავაზეთ საზოგადოებას”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტრატეგია „აღმაშენებელი“ ქვეყნის განვითარების კონცეფციას გულისხმობს. ქართველი და უცხოელი ექსპერტის მიერ, შემუშავდა 20 ძირითადი მიმართულება, რომელიც ქვეყნის წინსვლისთვისაა აუცილებელი. მუშაობის პროცესში, გათვალისწინებულია 20 წარმატებული ქვეყნის გამოცდილება. სტრატეგიაზე მომუშავე გუნდი თემატურ პრეზენტაციებს ყოველკვირეულად წარადგენს.

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ბექა დოჭვირი

21 მარტი, 2020 , 22:48

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, - ამის შესახებ მ