უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
7 დეკემბერი, 2018 12:35
გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, თუმცა ძირითადად საქართველოდან.
„მე უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს, ვაკეთებთ ძალიან ბევრ რეფორმას. მათ შორის არის ანტიკორუფციული სასამართლო, ანტიკორუფციული ბიურო, იქაური იუსტიციის სახლის ბრენდი „გოტოვო“ და ა.შ.. რაც შეეხება პოროშენკოსთან მიმართებაში, დიახ, ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული. ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმა არის შემუშავებული, რაც არის აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული. ძირითადად ვიქნები საქართველოში, აქედან ვერ გამაგდებენ",- განაცხადა ვაშაძემ.