უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2020 14:13
font-size

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციული გარიგების რისკებს ხედავს.

კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. კვლევის თანახმად, „სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

კვლევიდან ირკვევა, რომ კომპანია „სერპანტინმა“ მიღებული ტენდერების 42%-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

„ამასთან, დაინტერესებას იწვევს ისეთი ტენდერები, რომლებიც შეწყდა და ხელახლა გამოცხადების შემდეგ გაიმარჯვა სწორედ „სერპანტინმა”. საფუძვლიან ეჭვს ბადებს შპს „სერპანტინის” მიერ ერთმანეთის მიყოლებით აღებული მრავალმილიონიანი ტენდერები, რომლებიც რამოდენიმე დღის ინტერვალში უფორმდება კომპანიას.

საფუძვლიან კითხვებს ბადებს ტენდენციები, რომლებიც ხაზს უსვამს შპს „სერპანტინის” დომინანტურ პოზიციას სახელმწიფო შესყიდვებში და ნათლად წარმოაჩენს საეჭვო გარემოებებს, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის” მიერ მიღებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას”,-აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობითვე, გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ვრცლად “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევა იხილეთ ბმულზე.

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`