უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
გიორგი ბარამიძე მატეო მეკაჩის შეხვდა 16.05.2012 11:05

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ სააკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მატეო მეკაჩის შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში ეუთოსა და ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის როლი განიხილეს.

გიორგი ბარამიძემ და მატეო მეკაჩიმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მონიტორინგის აუცილებლობაზე და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ეუთოს როლზე გაამახვილეს ყურადღება.

გიორგი ბარამიძემ საქართველოში გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და ამ პროცესში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთის საპარლამენტი ასამბლეა კარგად იყოს ინფორმირებული საქართველოში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რუსულ-ქართული კონფლიქტის ყველა ასპექტზე.

,,შეხვედრას წინ უძღვოდა მნიშნვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ბათუმში გაიმართა. ჩვენ განვიხილეთ 2008 წლის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის ადამიანის უფლებათა საკითხები. მე შევხვდი მათ თბილისსა და წეროვანში. ვფიქრობ, ეუთოს დახმარება მათი პრობლემის გადაწყვეტაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს ”, _ განაცხადა მატეო მეკაჩიმ და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს მალე მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ხელახლა გახსნას საკუთარი მისია საქართველოში.