უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 მარტი, 2023 15:29
font-size

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი, კანონად ქცევის შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურია - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი პარლამენტში, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში ისინი ანტიკონსტიტუციურია.

"ხალხის ძალის მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი, კანონად ქცევის შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურია!

კანონპროექტების („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები) მუხლობრივ განხილვაში ამ ეტაპზე არ შევალ. ამის ფორმატი აქ არ არის.

ამასთან, აღვნიშნავ, რომ სრულიად ორივე კანონი ცალ-ცალკე, თუ ერთმანეთთან სინთეზში, არის ანტიკონსტიტუციური. მათი გაერთიანებულ კანონად თუ ცალ-ცალკე კანონებად ქცევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დადგეს არა რომელიმე ნორმის, არამედ მთელი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რადგან ის წესრიგი, რომლის დადგენასაც ეს კანონპროექტები დამოუკიდებლად თუ სინთეზში ითვალისწინებენ, არის ანტიკონსტიტუციური. და, თუ რატომაა ანტიკონსტიტუციური, ობიექტურ მკითხველს, რომელმაც მინიმალურ დონეზე მაინც იცის, თუ რა არის ხარისხიანი კანონი, შეუძლია წაიკითხოს ეს კანონპროექტები და დასკვნები გამოიტანოს.

მანამდე კი მოკლე ანალიზის სახით გეტყვით, რომ კანონპროექტები თავისი არსით ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სულისკვეთებას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, გაერთიანებების თავისუფლების გაგებას. კანონპროექტები ითვალისწინებენ ისეთი რეგულირებების შემოტანას, რომლებიც არ პასუხობენ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს კანონის სამართლიანობის, ნორმის განჭვრეტადობის შესახებ. შეიცავენ ბუნდოვან და დისკრიმინაციულ დებულებებს, რაც პრაქტიკაში გამოიწვევს საკითხის უსამართლოდ გადაწყვეტას. კანონპროექტების კანონად ქცევის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები იძენენ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას შეზღუდონ ადამიანის უფლებები, კანონპროექტი უბიძგებს ადამიანებს დაუბრუნდნენ ავადსახსენებელ მე-20 საუკუნის 30-იან წლებს - აცოცხლებს ე.წ. დასმენის ინსტიტუტს (მაგ. „მონიტორინგის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას“), ითვალისწინებს აგენტად გამოცხადებული ორგანიზაციის ყველა რიგითი თანამშრომლის პერსონალური ინფორმაციის გენერალურ პროკურატურაში წარდგენას („იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა“), ერთი კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ და მეორე ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის დამდგენი ოდენობები ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია და სხვა. რომელი ერთი შეიძლება რომ ჩამოვთვალო! - განმარტავს კოპალეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომების პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოსთან.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი