უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ივლისი, 2022 14:34
font-size

ძალიან გვინდა, საწვავი უფრო იაფი ღირდეს, იაფი წყაროს პოვნას ვცდილობთ - სოსო ფხაკაძე

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე საწვავის ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, როდის აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ომამდელთან შედარებით ნავთობის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

„ყოველთვის საერთაშორისო ფასს მივყვებით. ამ შემთხვევაშიც, საერთაშორისო ფასს გავყვებით. გაიაფდება საწვავი, ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რაც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამან კი გავლენა მოახდინა როგორც ჩვენზე - კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე. ომამდელ პერიოდთან შედარებით ორ-ნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, აქ მილიონებზეა საუბარი. ომის დამთავრებამდე როგორ შეიძლება ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი დადებითი გაუმჯობესება მოხდეს, არ ვიცი, დავაკვირდეთ.

ძალიან გვინდა, რომ საწვავი ღირდეს უფრო იაფი. ჩვენ დღემდე ვცდილობთ, გვინდა ვიპოვოთ ისეთი წყარო საწვავის, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ევროპული, რომელიც შემოგვაქვს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი იაფდება. ამ დროისთვის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $102-ია. წინა დღეებში კი ფასი $100-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ზოგიერთი პროგნოზის თანახმად, ფასი შესაძლოა ბარელზე $70-ზე დაბლა დაეცეს.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი