უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 დეკემბერი, 2016 15:10
font-size

„გირჩი“ აპირებს მასობრივ დანაშაულში ჩაითრიოს არასრულწლოვანები - დიმიტრი ლორთქიფანიძე

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე შსს სამინისტროს მიმართავს, რომ დროულად აღკვეთონ „გირჩის“ ქმედება, რომელიც „მარიხუანას მასობრივ თესვასა და კულტივირებას გულისხმობს“.

როგორც ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკვე ისტერიული გახდა კამპანია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კი არა, არამედ ლეგალიზიციის შესახებ, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„გირჩი“ 31 დეკემბერს აპირებს მასიურ დანაშაულში ჩაითრიოს ახალგაზრდები. ეს პოლიტიკური გაერთიანება ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროვოცირებას. ისინი ექსპანსიურ ქმედებაზე გადავიდნენ და აანონსებენ მარიხუანის მასობრივ თესვასა და კულტივირებას. ეს ყველაფერი არის დანაშაულის შემცველი, ამიტომ მივმართავ სამართალდამცავებს, დროულად აღკვეთონ „გირჩის“ ქმედება, რადგან ისინი მავნე ზეგავლენას ახდენენ ახალგაზრდებზე და მათ საფრთხეს უქმნიან. ისტორიას ჩაბარდა ფაშიზმი, კომუნიზმი და მალე ისტორიას ჩაბარდება ნეოლიბერალიზმი, მაგრამ ვიდრე ისინი არსებობას შეწყვეტენ, არის საშიშროება, რომ დაღუპონ ახალგაზრდები“,-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მონიკა დავლიანიძე

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ

საქართველოში აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

27 მაისი, 2020 , 20:12

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს ტელეფონით ესაუბრა

27 მაისი, 2020 , 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან