უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 იანვარი, 2017 13:00
font-size

,,გირჩი’’ ბიუროკრატიის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს

,,გირჩის’’ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს და ახალ კამპანიას იწყებს სახელწოდებით ,,დააშრე ჭაობი.’’

როგორც ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კრიზისიდან გამოსვლისთვის მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეემცირებინა, თუმცა ამის ნაცვლად, აქციზის გადასახადი გაზარდა.

,,პირველ რიგში, რა ნაბიჯიც უნდა გადაედგა ხელისუფლებას, ეს უნდა ყოფილიყო ბიუროკრატიის და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაიძრას და დაადგეს სწრაფი განვითარების გზას. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა წასულიყო საპირისპირო მიმართულებით და გაეზარდა აქციზზე ფასები. შესაბამისად, ფასებმა მოიმატა ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის თამბაქო, ალკოჰოლი, ასევე ტრანსპორტი იმიტომ, რომ საწვავზე გაზარდა ფასები. ხელისუფლება გვეუბნება: ბიუროკრატია არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ნაცვლად შემცირებისა, მას სჭირდება პირიქით უფრო მეტი ფულის ამოღება გადასახადების გაზრდით, რომ დააფინანსოს ეს ბიუროკრატიული ხარჯები.

ჩვენ, ,,გირჩს’’ არ გვჯერა, რომ საქართველოს სჭირდება ამხელა ბიუროკრატია და ამდენი ადამიანი, რომელიც შემოსავალს ღებულობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას სახელწოდებით ,,დააშრე ჭაობი.’’ ეს კამპანია მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ პერიოდულად ჟურნალისტებთან ერთად ავარჩევთ სხვადასხვა სტრუქტურას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემდეგ მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, რომ ამ სტრუქტურებიდან აარჩიოს ერთი თანამშრომელი და ჩვენ მოგვეცეს საშუალება, დავაკვირდეთ ამ ერთი თანამშრომლის ერთ სამუშაო დღეს, გადავუღოთ ეს ერთი სამუშაო დღე და ვაჩვენოთ მოსახლეობას, როგორ მუშაობს ბიუროკრატია. ამ კამპანიის მიზანია, მოქალაქეებს დავანახოთ, რაში იხდიან ისინი გადასახადებს, რატომ უწევთ გაზრდილი გადასახადების გადახდა და რა არის მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული’’, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი