უკან

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2016 13:50
font-size

,,გირჩი’’ მომავალ პარლამენტსა და მომავალ მთავრობას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმართვას

როგორც ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის’’ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათი პოლიტიკური მოძრაობის მთავარი სლოგანი არის „მეტი თავისუფლება“.

,,თავისუფლებისთვის ბრძოლა იწყება ჩვენთვის ადამიანის უფლებით, იყოს საკუთარი სხეულის სრული ბატონ-პატრონი და განკარგოს ის ისე, როგორც მას მოესურვება. ამ უფლების გარეშე ჩვენი აზრით, არ არსებობს ადამიანის სხვა უფლება და შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა. ,,გირჩი,’’ ისევე როგორც არაერთი სოციალური ჯგუფი ამ ქვეყანაში, წლების განმავლობაში იბრძვის ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ჩვენ ხელთარსებული ბერკეტი დღევანდელ პარლამენტში, რომ შეგვეცვალა ნარკოპოლიტიკა და თუნდაც პატარა ნაბიჯი გადაგვედგა წინ, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოთ, რადგან წავაწყდით უმრავლესობის ჯიუტ ნებას, რომ შეენარჩუნებინა მავნებლური კანონმდებლობა, რომელიც დღეს აქვს საქართველოს. ამ კანონმდებლობამ გაუმწარა ცხოვრება საქართველოში ასობით ათას ადამიანს და მოქალაქეს, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში შეეწირა საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით და ჩვენ გვინდა, პირველ რიგში საქართველოს საზოგადოებას ავუხსნათ და ვანახოთ, კონკრეტულად, რა სიკეთე მოაქვს თავისუფლებას.

ჩვენ მივმართავთ მომავალ პარლამენტს და მომავალ მთავრობას და მოვითხოვთ მათგან, რომ ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში გახდეს სრულად ლეგალიზებული ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მარიხუანას კულტივირება და შენახვა პირადი მოხმარებისთვის ასევე იყოს სრულად ლეგალიზებული. მომავალ ხელისუფლებას ექნება საკმარისი დრო ახალ წლამდე იმისათვის, რომ განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. არსებობს ბევრი საერთაშორისო პრაქტიკა, რომ უბრალოდ ეს გადმოიღონ.

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ 2016 წლის 31 დეკემბერს 23:59 წუთზე, ჩვენ ,,გირჩის’’ წევრები ,,გირჩის’’ ოფისში პირადაპირ ეთერში ყველას დასანახად, საჯაროდ ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას.

ნინო ექვთიმიშვილი

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებულ

პარლამენტთან `სირცხვილიას` წევრებმა აქცია-გამოფენა გამართეს

20 სექტემბერი, 2019 , 12:35

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოები, რომელზეც საოკუპაციო ზოლთან არსებ

მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას

20 სექტემბერი, 2019 , 12:00

იუსტიციის სამინისტრო მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცი

`ერთად ერთის წინააღმდეგ` - დღეს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

20 სექტემბერი, 2019 , 11:37

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორთა მიმართვაშია ნათქვამი: „20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თა

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15

პარლამენტში შესვლა დღეს შეზღუდული იქნება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი. „20 სექტემბერს, რუსთავე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს