უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2020 11:57
font-size

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას

„გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გირჩიდან“ მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში. უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ „გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით.

ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ ექვს ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება. რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ან მეორე ტურში გასული (იქ, სადაც ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ მოხდება) კანდიდატების მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან: წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება, თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ. სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ, ვისაც მეტი შანსი აქვს, მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები.

კონკრეტულად „გირჩის“ ამომრჩევლის ხმები წავა იმ კანდიდატებისკენ, ვინც საჯაროდ დაადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს, რომელთა განსახორციელებლადაც „გირჩი“ აპირებს პარლამენტში ბრძოლას:

– სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება;
– ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე;
– სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად;
– სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება;
– რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა;

ოპოზიციის ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს, ვისაც ამის სურვილი ექნება, „გირჩი“ მისცემს შესაძლებლობას, ესაუბროს ამ და ჩვენი სხვა ხედვების თაობაზე ჩვენს ამომრჩეველს, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. ჩვენ ვიწყებთ ჩვენს კამპანიას“,- აცხადებს ჯაფარიძე.

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

3 ივლისი, 2020 , 12:55

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

2 ივლისი, 2020 , 17:35

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატ

ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება - რომან გოცირიძე

2 ივლისი, 2020 , 16:25

“ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და ქვეყნის თავის ჭკუით მართვას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე