უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ივლისი, 2017 18:00
font-size

„გირჩმა“ ცესკო-ში 28 ათასი ხელმოწერა ფაეტონით მიიტანა

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა.

„გირჩმა“ ცესკო-ში ხელმოწერები ფაეტონით მიიტანა. ამასთან, მათი ინფორმაციით, „ბატის ბუმბულით დაწერილი უსტარი“, ცესკომ-მ არ ჩაიბარა.

მათ ცესკო-ში 28 000 მხარდამჭერის ხელმოწერა მიიტანეს და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირების სურვილი გამოთქვეს.

პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩი“ რეგისტრირებული იყო და მისი რეგისტრაცია პირადი განცხადების საფუძველზე გაუქმდა.

ამიტომ, ჯაფარიძის განმარტებით, პოლიტიკურმა ცენტრმა კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით, 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის ნაცვლად, 28 000 წარადგინა.

„მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენს გაერთიანებას არ უნდა დასჭირვებოდა 25 000 მხარდამჭერის სიის წარდგენა სარეგისტრაციოდ, ვინაიდან ჩვენ, ამის მიუხედავად, სრულად ვაკმაყოფილებდით კანონის მოთხოვნებს - ვიყავით რეგისტრირებული ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, არც ცესკო-მ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი ეს მოთხოვნა და იძულებულნი გავხდით, შეგვესრულებინა ცესკო-ს მოთხოვნა არანაკლებ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვების შესახებ. დღეს ცესკო-ს წარვუდგინეთ 28 000 მხარდამჭერის ხელმოწერილი ფორმა, შევსებულია კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით.

ჩვენ გთხოვთ და ვითხოვთ, დაგვარეგისტრიროთ 2017 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“ - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი