უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
პოლიტიკა
„გირჩმა“ მთაწმინდის რაიონული ოფისი გახსნა
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩიმ“ მთავწმინდის რაიონული ცენტრი გახსნა.
„გირჩის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ მთაწმინდის რაიონული ოფისის ხელმძღვანელად გუგა ჩაფიძე წარადგინა.
როგორც ჯაფარიძემ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურ ცენტრს გაწერილი გეგმა გვაქვს თუ როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ეკონომიკური პრობლემები.
„ჩვენ გვჭირდება ეს ოფისი, რომ კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან, მოვისმინოთ მათი პრობლემები და შევთავაზოთ მათ გამოსავლის გზები, ის თუ როგორ წარმოგვიდგენია როგორ უნდა დაძლიოს სახელმწიფომ ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა წლებია დგას. ჩვენ გვაქვს ყველაზე დეტალურად გაწერილი გეგმა, თუ ოდესმე ჰქონდა საქართველოს რომელიმე პარტიას და ჩვენთვის მთავარია ეს გეგმა გასაგებად ავუხსნათ ჩვენ მოქალაქეებს“,-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ მთაწმინდის რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა გუგა ჩაფიძე კი განმარტა, რომ ახალი ოფისის გახსნა მოსახლოებასთან შეხვედრასას მათი პოზიციების მოსასმენად იქნება განკუთვნილი.
„შევხდებით მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და ბევრი ადამიანისგან მოვისმინოთ მათი პოზიციები და ეს პოზიციები და ხედვები გავცვალოთ. ამის გარეშე, საერთოდ არაფერი არ გამოვა. ეს ოფისი იქნება ღია 24 საათის განმავლობაში და ნებისმიერ დროს შეეძლება ნებისმიერ ადამიანს აქ მოსვლა და ნებისმიერ საკითხსზე ჩვენთან შეხვედრა“,-განაცხადა ჩაფიძემ.
მონიკა დავლიანიძე