უკან

კომენტარი

26 სექტემბერი, 2020 15:05
font-size

“გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - თინა ბოკუჩავა

შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, რადგან ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

“არ არსებობს დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე დისკუსია და მწვავე მსჯელობა იმიტომ, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება. ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ არჩევნებში შევდივართ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოახდინოს დემოკრატიული მთავრობის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან რეჟიმს, რომელმაც სიღატაკის გარდა არფერი მოუტანა ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს არ დაუყენებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა. მის განცხადებას, რომ აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხარდაჭერა არ სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში თავის კანდიდატს დააყენებდა.

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები - კელი დეგნანი

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. „საერთაშორის

რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ?...ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდი - მიხეილ სააკაშვილი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სააკაშვილი მძევლების აყვანისა და სპეცოპერაციის შესახებ FACEBOOK მი

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული - გიორგი გახარია

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ ს

უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი - გია ვოლსკი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, ტერორისტული აქტები ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „შავზე რომ თეთრი თქ

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია - სერგი კაპანაძე

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გუშინ, ზუგდიდში განვ

სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით - რომან გოცირიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 11:45

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასსხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხ