უკან

საზოგადოება

4 სექტემბერი, 2017 13:20
font-size

გირგვლიანის მკვლელების ”გამპრავებელი” უნდა იჯდეს ციხეში - დავით ოქიტაშვილი

პროფესიული კავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ოქიტაშვილის თქმით, უწყების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საპყრობილეში შედიოდა და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს „აპრავებდა“.

ამის შეასხებ ოქიტაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომზადებულია მიმართვის ტექსტი ევროპის და მსოფლიო პროფესიული კავშირებისადმი, რომელშიც დაისმება კითხვა, არის თუ არა სირცხვილი, რომ მათ რიგებში კრიმინალური ავტორიტეტები ირიცხებოდნენ?!

“ამ ბრძოლაში შევედი მაშინ, როცა არ ვიცოდი, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც შედიოდა ციხეში და უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, “აპრავებდა” გირგვლიანის მკვლელებს. არსებობს ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ გადაღებული დოკუმენტური მასალა.

მე არ ვაპირებ ამ კრიმინალთან მოლაპარაკებებით საუბარს. მე მინდა, დავამარცხო ის არჩევნებით და დელეგატებმა მიიღონ გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ, რომ ყველაზე კარგი კანდიდატი ვარ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელების ”გამპრავებელი” უნდა იჯდეს ციხეში”, - განაცხადა ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, მკაფიო განცხადების გაკეთებას ბუტა რობაქიძის დედაც აპირებს.

“ძალიან მკაფიო განცხადების გაკეთებას აპირებს ბუტა რობაქიძის დედა, რომელიც ამ ყველაფრის საქმის კურსშია და შემოგვიერთდა ამ ბრძოლაში. თუ ეს ადამიანი არ იქნება დასჯილი, მაშინ ცუდი ეჭვები გაჩნდება. ჩვენ გავამზადეთ მიმართვის ტექსტი ევროპის და მსოფლიო პროფესიული კავშირებისთვის და ვუსვამთ ასეთ კითხვას, რომ სირცხვილია მათ რიგებში კრიმინალური ავტორიტეტები ირიცხებოდნენ მათ რიგებში. სანდრო გირგვლიანს და ირინა ენუქიძეს ვპირდები, რომ 15 სექტემბერი იქნება ამ ქვეყანაში კოჰაბიტაციის დასასრულის დასაწყისი", - აღნიშნა ოქიტაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი