უკან
კომენტარი
27 თებერვალი, 2017 15:40
გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას ევროპაში - გერმანიის ელჩი საქართველოში
გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩიმ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა და სასიამოვნო მოგზაურობა უსურვა ევროპაში.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა წარმატებული რეფორმების გატარებას ნიშნავს.
”უვიზო მიმოსვლა ნიშნავს წარმატებული რეფორმების გატარებას. როგორც კი უვიზო მიმოსვლა შევა ძალაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა შენგენის წევრ ქვეყნებში. ვისაც მუშაობა სურს დასჭირდება სამუშაო ნებართვა. გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას ევროპაში”,- აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში.
ნინო ექვთიმიშვილი