უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ნოემბერი, 2017 16:00
font-size

გიუნაშვილის გათავისუფლება უდავოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ცხინვალის ციხიდან მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გიუნაშვილის გათავისუფლება უდავოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

,,აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ კვლავ გრძელდება უკანონო დაკავებები, როგორც აფხაზეთის ისე ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე, ხოლო აფხაზეთში, გრძელვადიან პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე - გ.ლ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და ჩართულ მხარეს შეინარჩუნონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ნებისმიერი მოლაპარაკებისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, მოუწოდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის ზიანის მიყენების შესამცირებლად და შეწყვიტონ მოქალაქეთა დაკავებები გამყოფ ხაზებზე.

გიორგი გიუნაშვილი რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა 2016 8 ივნისს, ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო სამართალდამცავებმა „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“ მონაწილეობის გამო ბრალი დაუმძიმეს და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სტატისტიკა მოწმობს, რომ ექსპორტის ზრდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - ნათია თურნავა

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

„ჩვენი განვითარების ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების, პირველ რიგში კი საექსპორტო წარმოების განვითარებაზე. ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რა

გიორგი გახარია `მუქარის წერილზე`: ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ

21 ოქტომბერი, 2019 , 15:20

"ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზრაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა. ჟუ

როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლო? - ცოტნე გამსახურდია

21 ოქტომბერი, 2019 , 10:40

ირაკლი ღარიბაშვილისთვის საქართველოსთვის მებრძოლი ყარყარაშვილია, საქართველოს აღმშენებელი კი ედუარდ შევარდნაძე, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი,

ნატო ჩხეიძე: ასეთია თადუმაძის მაკშეიდურ / სამართლებრივი ლოგიკა

21 ოქტომბერი, 2019 , 10:40

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „სერიიდან: ბატონო შალვა, თქვენ ხართ თაღლითი!.. ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა შალვა თადუმაძეს, რისთვისაც ანრი ოხანაშვილის შეგონება დაიმსახურა დე

რა „სტანოკზე“ გაკეთებთ ასეთ დებილებს ივანიშვილი? - ირაკლი ოქრუაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 16:35

ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურის განცხადებას პასუხობს, რომელიც ადასტურებს, რომ ოქრუაშვილს ციხიდან ზარების განხორციელება აეკრძალა და ამის მიზეზად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას ასახელებს. ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

არის მცდელობა, რომ „მთავარი არხის “ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს -გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, არის მცდელობა, რომ მოხდეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება. „იდენტური საქმეა, რაც ჩემი