უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მარტი, 2017 14:25
font-size

გივი თარგამაძე - ელისო კილაძეზე: შორს გაუფრენია ქალბატონს ჩიტები

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ელისო კილაძემ დაწერა, მისთვის გახდა ნცობილი, რომ „უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს, გასულ კვირას, გივი თარგამაძე დაუკავშირდა და საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილზე კომპრომატების გადაცემა შესთავაზა. ლუცენკოს წარმომადგენელი ფულზე და კომპრომატებზე დეტალების დაზუსტებისთვის თარგამაძეს, ან რომელიმე ევრო.საქ. წევრს კვიპროსზე უნდა შეხვდეს ამ კვირაში. მიაწვდინეთ ვინმემ ხმა ლუცენკოს-გაშიფრულია გარიგება! პ.ს გივი თარგამაძეზე კომენტარი არ მაქვს - ახია მიშაზე“,-დაწერა კილაძემ.

საპასუხოდ, Facebook-ის პირად გვერდზე გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ელისო კილაძეს „ჩიტები შორს გაუფრენია“.

„ჰოო, შორს გაუფრენია ქალბატონს ჩიტები. იური ლუცენკოს ძალზე დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობ და ამის მიუხედავად, ვიცი რა რუსულ-სუსური წვდომა ჩვენს საერთაშორისო საუბრებსა და მიმოწერაზე, ვიცეპოლკოვნიკ ცერცვაძის გათავისუფლებაზე მთელი ჩვენი მიმოწერა თავად გავასაჯაროე, რამე კუდი რომ არ გამოებათ. სრულებით არ ვთვლი, რომ სააკაშვილთან ჩემი ერთობლივი მოღვაწეობა კომპრომატებს შეიცავს, ამდენად, გადასაცემი არაფერი მაქვს, გაიხმეთ ჩიტები:) მესმის, ადამიანი გასაჭირშია, მაგრამ არ მგონია, რომ გამოსავალი "უკრაინულ ვიკილიკსს" დამსგავსებაში უნდა ეძებოს.

შაბათიო...კვიპროსი...რუსების ძებნა რა ვთქვი, მეექვსე წელი ლიტვის გარდა ვერსად რომ ვერ დავდივარ, თორემ ეწვეოდა ერთ შაბათსაც კაცი კვიპროსს...ძველ მეგობრებთან ერთად ჭიქა ღვინოზე ძველ ამბებს გაიხსენებდა..ზღვაში ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივზე მოფარფატე ჩიტს გახედავდა და ჩუმად წაიბუტბუტებდა - ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო“,-დაწერა თარგამაძემ.

მონიკა დავლიაინძე

საკვანძო სიტყვები:

ნებისმიერს უფლებას აქვს მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს თავის პროტესტი - ვაჟა სირაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:36

საპოლიციო ძალებმა გაწმინდეს მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც უკანონოდ იყო ბლოკირებული შესასვლელები. რუსთაველზე გრძელდება აქცია კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განა

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

18 ნოემბერი, 2019 , 20:30

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების შორის დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

18 ნოემბერი, 2019 , 19:24

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის წინ კი მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან. შეგახსენებთ, სპეცრაზმმა, წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები და პარლამენტის წინ გზის

ჯანდაცვის სამინისტროსა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 ნოემბერი, 2019 , 19:15

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დე

სპეცრაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

18 ნოემბერი, 2019 , 18:20

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს. პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმე

სპერაზმი პარლამენტის წინ გამოჩნდა

18 ნოემბერი, 2019 , 17:45

ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპედანიშნულების დამატებითი რაზმები დაიძრნენ. ისინი უკვე პარლამენტის შენობას უახლოვდებიან. ისინი ხელკეტებითა და ფარებით მოემართებიან. ასევე მობილიზებულია სპეც