უკან
უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
23 ივნისი, 2017 12:30
გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მორიგ დაკითხვაზე დაიბარეს.
დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში 14.00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
თარგამაძის პროკურატურაში დაბარება მასზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.
ის უკვე რამდენიმე თვეა მისი მანქანის აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს.
ბოლოს გივი თარგამაძე პროკურატურაში დაკითხვაზე 7 ივნისს იყო. მან დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურორებს მისი ავტომობილის აფეთქებაში ფიგურანტი მეორე პირის ვინაობა დაუსახელა.
თარგამაძის მანქანა 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის ქუჩაზე აფეთქდა, რა დროსაც დაშავდა გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და 5 გამვლელი.
ნინო ექვთიმიშვილი