უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
სამართალი
15 დეკემბერი, 2016 13:10
გივი თარგამაძის საქმეზე გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს - გიორგი გოგაძე
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, გივი თარგამაძის საქმეზე გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.
როგორც გოგაძემ ჟურნალისტებთან დაზარალებული გივი თარგამაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას საზოგადოება გაიგებს.
”გივი თარგამაძის განცხადებასთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. ბატონი გივი რას თვლის, ეს ჩემთვის უცნობია. გამოძიება ნებისმიერ საქმეზე, მათ შორის ამ საქმეზე, წინასწარ ვერ იტყვის, თუ რა გამოიკვეთება გამოძიების პროცესში. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს საზოგადოებას ეცნობება”, - აღნიშნა გოგაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი