უკან
სამართალი
7 ივნისი, 2017 18:49
გივი თარგმაძე პროკურატურაშია
„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაშია.
როგორც თარგამაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, გამოძიებას ის მისი ავტომობილის აფეთქების საქმის ახალ დეტალებს მიაწვდის კონკრეტულად კი, სად არინ საქმის ფიგურანტი პირები.
,,თუ დამხვდა იგივე სიტუაცია, რაც წინა შეხვედრაზე, მე ჩემს ინფორმაციას მივაწვდი იმისათვის, რომ თუნდაც დარჩენილ 2-3 კვირაში თუ ექნებათ სურვილი, ეს ინფორმაციაც გადაამოწმონ’’, - განუცხადა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, გივი თარგამაძის ავტომობილი გასული წლის 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს.
ნინო ექვთიმიშვილი