უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2023 17:37
font-size

გკითხოთ მინდა: ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“ ბიჭებო - ანა წითლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს

თქვენ ახლა გადმოდექით და ყველა ერთად იცავთ, იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა აქვს თქვენზე ფარცხალაძეს, ამიტომაც იძულებულები ხართ ასე დაიცვათ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

„გკითხოთ მინდა: ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“ ბიჭებო ? ერთხელ ხომ „შეგეწერათ“, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ „შეგეწერათ“ ის ცნობილი გინება, ბატონი მდინარაძე რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენ მიერ ნაქები ყოფილი გენერალური პროკურორი, ადამიანი, რომელიც დღესაც ჩართულია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებაში, რომელიც არის უახლოესი გარემოცვის წევრი, ბიძინა ივანიშვილის და ბერა ივანიშვილის ნათლიმირონი, არის რუსეთის აგენტი.

თქვენ ახლა გადმოდექით და ყველა ერთად იცავთ, იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა აქვს თქვენზე ფარცხალაძეს, ამიტომაც იძულებულები ხართ ასე დაიცვათ. ამ ადამიანზე გითხრეს, რომ არის რუსეთის აგენტი და თქვენ, რომ ასე იცავთ, გამოდის, რომ თქვენც ხართ რუსეთის აგენტები. ჩვენ ეს დიდი ხანია ისედაც ვიცოდით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან. რას აკეთებს ამ დროს სუს-ი, ის აქციეთ სამარცხვინო ორგანიზაციად, რომელმაც აშშ-სგან გაიგო თურმე, რომ რუსების აგენტია ყოფილი გენერალური პროკურორი, თვითონ ეძინა და არ იცოდა, იმიტომ, რომ ოპონენტების დევნით იყო დაკავებული და გამოდის და კიდევ ზღაპრებით ცდილობს კვებოს საქართველოს მოქალაქეები. არადა, სუს-ის კომპეტენციაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ხომ ვერ მეტყვით, კიდევ რამდენი დაფრინავდით სამთავრობო ჩარტერით ღარიბაშვილთან ერთად ან როგორ შეძლო ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ 100 ათასის გადახდა? რატომ დადიოდა გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, ქალაქის მერი კალაძე, ხან დუბაიში გადაუდებელი აუცილებლობით სამთავრობო თვითმფრინავით, ხან პარიზში, ხან მილანში და ხომ არ გავიწყდებათ, რომელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ? იმ, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ, სადაც 35% ბავშვების სკოლებში ჯერ კიდევ შიმშილობს და იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, სადაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან“, - განაცხადა წითლიძემ.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ