უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2019 13:35
font-size

გყვავს უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის საბჭო - ლევან გოგიჩაიშვილი

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ადეიშვილის და სააკაშვილის მემკვიდრეობა გადმოიფორმა სასამართლოსა და პროკურატურაში ამ ძალიან ბინძური მოსამართლეების სახით, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

"პროცესი, რომელიც წარიმართა საქართველოს პარლამენტში, არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელსაც შარშან 10-კაციანი სიის ჩაგდებით მივაღწიეთ. იცით, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას უნდოდა ჩინჩალაძე ქურდულად გაეხადა უზენაესი სასამართლოს წევრი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ადეიშვილის და სააკაშვილის მემკვიდრეობა გადმოიფორმა სასამართლოსა და პროკურატურაში ამ ძალიან ბინძური მოსამართლეების სახით. ამ ბინძურ მოსამართლეებს აქვთ საკუთარი სახელები და გვარები - ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია, ჯეირანაშვილი და ა.შ. რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილს უქმნიდნენ სისხლიან რეჟიმს, სადაც ადამიანები წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, ასევე ქონების ჩამორთმევის და ძალიან ცუდი დამოკიდებულების სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა გადმოიბარა და ამის გასაღება უნდა, როგორც თანამედროვე, დამოუკიდებელი სასამართლოსი. წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, სადაც ჩემი აზრით, არის უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადეიშვილს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის მოსამართლეების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს და საზოგადოებას სერიოზული მობილიზაციისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ საზოგადოებას, სერიოზული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადოს "ქართულმა ოცნებამ", თუ ის აპირებს ამ ადამიანების უზენაესი სასამართლოს წევრებად გაყვანას. უნდა დავიწყოთ პროცესი და ადამიანებს შევეკითხოთ, რამდენად ემხრობიან ისინი უვადოდ მოსამართლეების არჩევის ინსტიტუტს. ასევე მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავარი საარჩევნო ხაზი გაივლის მათ წინააღმდეგ და მომავალი პარლამენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ ეს მოსამართლები აღმოჩნდებიან უზენაეს სასამართლოში, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტი 2020 წელს, თუ დღეს არ გვეყოფა ძალა. ასევე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს სია ჩავარდეს, რადგან ეს არის ბოროტების სია, რეჟიმის სია და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული სია, ეს არის მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ისევე დამკვიდრდეს ერთმმართველობა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა იმ 9 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი დემოკრატია გადის ამ სიაზე",- ამბობს გოგიჩაიშვილი.

4 თებერვალს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს

28 იანვარი, 2020 , 13:35

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიას 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა. „4 თებერვალს გ

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

28 იანვარი, 2020 , 11:20

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა. „მთ

ვახტანგ გომელაური იტალიის ელჩს შეხვდა

28 იანვარი, 2020 , 11:20

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თ

შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ღია წერილით მიმართავს

28 იანვარი, 2020 , 11:20

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს ღია წერილით მიმართავს; „ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რან გიდორს ბატონო ელჩო, პატივი მაქ

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

28 იანვარი, 2020 , 11:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება. ევროპის საბჭოს მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურ

ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომ