უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 თებერვალი, 2018 10:40
font-size

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.

პატიმრის უფლებებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრადლებით არის დაკავებული, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს თვითმკველობის მცდელობა არ არის.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულმა თითქოსდა დაზიანებები მიიყენა.

"ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ შეწყვეტილია თავის ტვინის ფუნქციონირება, თირკმელებიც არის გათიშული. საკმაოდ არასაიმედო ვითარებაა ამ ადამიანის გადარჩენის კუთხით.

ოჯახი დაინტერესდა დეტალებით, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდს ვარაუდობს გამოძიება და 115-ე მუხლით არის საქმე აღძრული, ადგილზე ნანახი ვერ იქნა ის საგანი, რითაც დაზიანება იყო მიყენებული, რაც თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოს ხდის“,-აცხადებს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული - ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი

18 ივნისი, 2018 , 17:30

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული. როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის საზმაუს ეთერში გაშვებას ითხოვს

18 ივნისი, 2018 , 16:50

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით ის ადვოკატთან ერთა

ანა ნაცვლიშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა დანიშნა

18 ივნისი, 2018 , 16:15

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა დანიშნა. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, არის თუ არა ჭრილობები მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ნივთმტკიცება

საფრანგეთის სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

18 ივნისი, 2018 , 12:20

საფრანგეთის სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და მათ სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. როგორც შინაგან სა

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

18 ივნისი, 2018 , 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება

18 ივნისი, 2018 , 10:45

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება. საუბარია იმ 7 მოსამართლეზე, რომლებიც თანამდებობაზე 2015 წლის 1 აგვისტოს სამი წლის ვადით დაინიშნენ და ვადა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე