უკან
სამართალი
1 მაისი, 2017 11:45
გლდანში აფთიაქი გაძარცვეს
თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში ერთ-ერთი აფთიაქი გაძარცვეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, წაღებული თანხის ოდენობა.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ნინო ექვთიმიშვილი