უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 თებერვალი, 2019 15:25
font-size

გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ. ზ. და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ლ. შ. დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ივნისს, ქ. თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ვ. ზ.-მ წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ს. მ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ს. მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვ. ზ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ლ. შ., რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ვ. ზ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ვ. ზ. და ლ. შ. 2018 წლის 16 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. ვ. ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო ლ.შ.-ს 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ. ზ. და ლ. შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ. ზ.-ს 10 წლით, ხოლო ლ. შ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც ერთ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ერთი წელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა ერთი წელი. ლ.შ.-ს ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 აგვისტო, 2019 , 11:43

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნ

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

17 აგვისტო, 2019 , 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსა

პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალ

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

16 აგვისტო, 2019 , 15:01

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმსა და სარფში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშნადებას დაქვემდებარე

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 22 წლის მამაკაცი

16 აგვისტო, 2019 , 11:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს