უკან

საზოგადოება

28 მარტი, 2018 10:55
font-size

`გლობალური ფულის კვირეული` საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს", კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით, "გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნა.

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცოდნის ამაღლებას. წლევანდელი კვირეულის გზავნილია: "ფულთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია".

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით II-VII კლასის მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე ხატვის ღია კონკურსი ჩაატარა, სახელწოდებით "ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი". კონკურსის 20 გამარჯვებული ნახატის ავტორს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში, შემეცნებით ექსკურსიაზე უმასპინძლა. ექსკურსიის ფარგლებში გამარჯვებულმა ბავშვებმა ისაუბრეს იმ ჩანაფიქრის შესახებ, რომელიც მათი ნახატების უკან დგას, მოისმინეს ლექცია ქართული ფულის ისტორიის შესახებ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს ფულის მნიშვნელობისა და დაზოგვის შესახებ. გამარჯვებულებმა ეროვნული ბანკისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

21 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადებისა და ფინანსური განათლების განყოფილებების წარმომადგენლები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ეწვივნენ, სადაც მათ 11-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის თანამედროვე ფულის ისტორიის შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარეს. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს თანამედროვე ქართული ფულის ისტორიისა და მნიშვნელობის, ლარის პირველი ემისიიდან დღემდე გავლილი ტრანსფორმაციის, ფულის ნიშნების ბეჭდვისა და მიმოქცევიდან ამოღების, საკოლექციო მონეტებისა და ბანკნოტების, ასევე, ახალგაზრდების ცხოვრებაში ფულის მნიშვნელობის შესახებ.

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, 18 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში "ინოვაციების ბანაკს" უმასპინძლა. იდეების გენერირების ინტენსიური ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში 9-დან 12 წლამდე 35-მა მოსწავლემ გუნდურად იმუშავა ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაზე - ოჯახის შემოსავლების მართვაზე, ხარჯების გადანაწილებასა და დანაზოგების გაკეთებაზე. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად ემსჯელათ ფულის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ოპტიმალურად დაეგეგმათ ერთი ქართული ოჯახის ბიუჯეტი. გამარჯვებულ გუნდს ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

,,აღსანიშნავია, რომ წლევანდელი "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში კომერციულმა ბანკებმა - თიბისი ბანკმა, კრედო ბანკმა, ლიბერთი ბანკმა, საქართველოს ბანკმა და ფინკა ბანკმა, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა ახალგაზრდა თაობისთვის და ფინანსური საკითხებით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო შემეცნებითი აქტივობა განახორციელა, მათ შორის ინტერაქტიული შეხვედრები, ლექციები და სხვა“, - ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში საწვავი გაძვირდა

20 ივლისი, 2019 , 13:46

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი,

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო - ნიკა გვარამია

20 ივლისი, 2019 , 13:16

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელაფ გთავაზობთ. " მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხან

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები - რეესტრის მონაცემები, რომლებიც ორი ბიზნესმენის ინტერესების არაერთ კვეთას ადასტურებს

20 ივლისი, 2019 , 12:07

„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპან

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

20 ივლისი, 2019 , 10:41

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ბრიგადის გენერა

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო -მამუკა ბახტაძე

19 ივლისი, 2019 , 16:03

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას,

კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტი იცვლება

19 ივლისი, 2019 , 15:54

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს