უკან

ეკონომიკა

27 სექტემბერი, 2017 12:30
font-size

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველომ 137 ქვეყანას შორის 67-ე ადგილი დაიკავა - ქვეყნის შედეგი 8 პუნქტით გაუარესებულია

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი გამოაქვეყნა. 137 ქვეყანას შორის საქართველომ 67-ე ადგილი დაიკავა.

საქართველო წინა წელთან შედარებით 8 ადგილით უკან დაიხია.

„ძირითადი ტენდენცია ევრაზიული ეკონომიკების უმრავლესობისთვის პოზიტიურია, თუმცა რეგიონის დაახლოების ნიშნები მცირეა. ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის (5 პუნქტით წინ წაიწია და 38-ე ადგილზეა), ინარჩუნებენ უპირატესობას. წელს ყველაზე გაუმჯობესებულმა ევრაზიულმა ეკონომიკებმა დაიწყეს დაბალი ბაზებიდან: მოლდოვეთი 11 ადგილით წინ წაიწია და 89-ე ადგილზეა. დანარჩენები, რომლებმაც ბოლო წლებში დაწინაურდნენ, უკან დაიხიეს, მათ შორისაა საქართველო (67-ე ადგილი) და ყაზახეთი (57-ე ადგილი), რომლებმაც შესაბამისად 8 და 4 საფეხური დაკარგეს“, -ნათქვამია ანგარიშში.

2017 წლის მონაცემებით, 5 მთავარი ფაქტორი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ქართული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე არის სამუშაო ძალის არასაკმარისი კვალიფიკაცია, ფინანსებზე ხელმწისაწვდონმობა, ინფლაცია, ეროვნულ სამუშაო ძალაში სუსტი სამუშაო ეთიკა და არასაკმარისი პოტენციალი ინოვაციებისადმი.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, სომხეთმა 73-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა - 35-ე, უკრაინამ -81-ე, ხოლო თურქეთმა - 53-ე.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მორიგი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, რადგან პოლიტიკური ლიდერები ვერ ატარებენ სათანადო რეფორმებს.

მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა შვეიცარიას აქვს. მოს მოსდევენ აშშ, სინგაპური, ჰოლანდია, გერმანია, ჰონგ კონგი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ფინეთი.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი