უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 დეკემბერი, 2020 11:00
font-size

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის მიხედვით საქართველო რეგიონის ლიდერია- ეკონომიკის სამინისტრო

საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის შვიდწლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, GSC index 2020-ის რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზე გავიდა, შეფასების ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

2012 წელთან შედარებით საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ცნობისათვის GSC index 2013-ის მიხედვით, რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს ხუთ აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა. კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 59.3 ქულა მოიპოვა, მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა და გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, სინგაპური საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და ა.შ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი