უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 იანვარი, 2025 14:18
font-size

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ავრცელებს.

„პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების ზრდის გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შესუსტებაში და საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებაში; აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, იგივე ნაბიჯი გადადგას, რათა გამოხატოს მკაფიო პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ; მოუწოდებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას და ევროკავშირის პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კოორდინაციას რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ; და კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისადმი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

წინადადება თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა. ამ დროისთვის მას პალატის 13 წევრი აწერს ხელს.

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში დელეგაციას აგზავნის - ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი, 2025 , 19:25

უკრაინა 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის აგზავნის დელეგაციას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფე

უკრაინაში არაფერს ველით, სანამ პუტინს არ შევხვდები - დონალდ ტრამპი

15 მაისი, 2025 , 17:23

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა უშუალოდ მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზეა დამოკიდებული. „არაფერი არ მოხდება, სანამ პუტინი და მე არ შე

დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს - „სიენენი“

15 მაისი, 2025 , 10:32

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მა

სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

13 მაისი, 2025 , 14:41

პარიზის სასამართლომ  ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, 2021 წელს გადასაღებ მოედანზე ორი ქალის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და მას 18 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი დ

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

13 მაისი, 2025 , 09:03

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. საუდის არაბეთი

ჩვენ ყველანი უკრაინაში ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იყოს – ამ შეხვედრაზე თურქეთში - ვოლოდიმირ ზელენსკი

13 მაისი, 2025 , 08:54

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს თურქეთში 15 მაისს რუსულ-უკრაინულ შეხვედრას. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხში დაწერა.   &bdqu