უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 აპრილი, 2020 16:00
font-size

გოგი წულაია პატრულმა დააკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა.

მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელიელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის მიმდინარეობის დროს პატრულის თანამშრომელმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოსთხოვა, რაზეც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ მას განუცხადა, რომ მანქანაში ჰქონდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წულაიას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა.

მცირედი შელაპარაკების შემდეგ, გამონათქვამისთვის „დედას გიტირებთ“ ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს და სავალუტო პუნქტების დახურვას აპროტესტებს.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანადავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და საბანკო სისტემა ხალხის გაჭივრებაზე ხელს ითბობს.

წყარო: 1tv.ge

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი