სამართალი


გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა
თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.
აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ხაზი ბრალდებულის სასტიკ ქმედებასაც გაუსვა.
"ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტოფარეხიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა - ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.
შეგახსნებთ რომ, მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, ლადო გრიგალაშვილმა მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ანა ნაცვლიშვილს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, განხრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დაკაავეს.
საკვანძო სიტყვები:

„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს
14 დეკემბერი, 2019 , 15:40

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს
13 დეკემბერი, 2019 , 17:10

სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა
13 დეკემბერი, 2019 , 16:45
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
13 დეკემბერი, 2019 , 16:45

ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
13 დეკემბერი, 2019 , 16:05