უახლესი ამბები
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
- 22.01.2021 17:41მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
- 22.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
- 22.01.2021 17:20ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
- 22.01.2021 17:20„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
- 22.01.2021 16:10დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
- 22.01.2021 16:10საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
- 22.01.2021 16:10ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
- 22.01.2021 15:40რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
- 22.01.2021 15:40სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო
არქივი
საზოგადოება


გონივრულ ვადასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებს უნდა გავესაუბროთ - „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლის, მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, მათ კანონმდებლობით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულეს, თუმცა მზად არიან, მერიასთან ითანამშრომლონ დოკუმენტის დასახვეწად.
რაც შეეხება თბილისის მერის მიერ დოკუმენტის სრულყოფისთვის მიცემულ გონივრულ ვადას, ბოლქვაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ უცხოელ პარტნიორებს უნდა გაესაუბროს. მისი ვარაუდით, „სითი ინსტიტუტს“ ერთი თვე დასჭირდება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწათსარგებლობის გეგმას კანონმდებლობით რაც მოეთხოვება, ყველა ის მასალაა წარდგენილი კვალიფიციურად და ყველა ზონის სახეობებზე არის განმარტება. არქიტექტურის სამსახურს შეუძლია, ეს დოკუმენტი მოიხმაროს, ეს ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო.
რაკიღა მერიას აქვს კიდევ სურვილები, დარგობრივი მიმართულებით შეივსოს, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თუ არის ისეტი საკითხი, რომელიც, შესაძლებელია უფრო სრულყოფილი გახდეს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისად მივაწვდით მერიას.
ვადებთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებს გავესაუბრებით დღის განმავლობაში და მათთან ერთად დავაზუსტებთ. სავარაუდოდ, ერთი თვისა იქნება“, -განუცხადა ბოლქვაძემ ჟურნალისტებს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უარი განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ მიწათსარგებლობის გენგეგმაზე, თუმცა დოკუმენტის დასახვეწად გონივრული ვადა მისცა.
საბოლოო ვადა „სითი ინსტიტუტმა“ დღის ბოლომდე უნდა დააზუსტოს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
22 იანვარი, 2021 , 17:41

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
22 იანვარი, 2021 , 17:20

ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
22 იანვარი, 2021 , 17:20

„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
22 იანვარი, 2021 , 17:20
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
22 იანვარი, 2021 , 16:10

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა
22 იანვარი, 2021 , 15:40