უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ნოემბერი, 2021 13:53
font-size

საქართველო „ოსკარზე` ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს. ფილმის „ოსკარზე“ ნომინაციის მხარდამჭერია „თიბისი“ კონცეპტი.

„თიბისის“ ინფორმაციით, ფილმის პრემიერა თბილისში 5 დეკემბერს გაიმართება.

„ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს,

ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი, ლევან თედიაშვილი ასრულებს.
ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები: კახი კავსაძე, გიორგი ტაბიძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი, თორნიკე ბზიავა. კახი კავსაძის პერსონაჟი, არტისტის ბოლო კინოროლია. სწორედ ამიტომ, „მეოთხე ბრაიტონი“ ლეგენდარული მსახიობის ხსოვნას ეძღვნება.
„მეოთხე ბრაიტონისთვის“ სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა. ფილმის დამდგემლი ოპერატორი კი, „ოსკარზე“ საუკეთესო კინოოპერატორის ნომინაციაში ორგზის ნომინირებული ფედონ პაპამაიქლია.
„მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ივნისში, ნიუ-იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში, მთავარი ჯილდოების მფლობელი გახდა.

პრემიერის შემდეგ, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი აღიარება და პრიზი მოიპოვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფილმის შესახებ დადებითი რეცენზიები არერთ მნიშვნელოვან ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდა.ფილმის აშშ-სა და კანადაში გაქირავების უფლებები ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა სადისტრიბუციო კინო კომპანიამ - “კინო ლორბერმ” შეიძინა.

თბილისის 22-ე საერთასორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, გაიმართება „მეოთხე ბრაიტონის” პრემიერა.

„თიბისი“ კონცეპტი, როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, ქართული კინოს პოპულარიზაცის მიზნით, კინომოყვარულებსა და მომხმარებლებს, ფილმის ექსკლუზიურ ჩვენებასა და საინტერესო შეხვედრებს პირდება.

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

12 აპრილი, 2024 , 12:01

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.  როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

11 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი