უკან
საზოგადოება
6 ივლისი, 2017 14:50
გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიისას 3 ადამიანი დაშავდა
გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსამგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელსაც მგზავრები გადაყავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მსხვერპლი არ არის. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მიკროავტობუსის 2 მგზავრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნინო ექვთიმიშვილი