უახლესი ამბები
- 05.03.2021 21:35მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა - თენგიზ ცერცვაძე
- 05.03.2021 20:36დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
- 05.03.2021 20:26ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
- 05.03.2021 20:13არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი
არქივი
პოლიტიკა


გორის მოქმედი მერი, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი, TV „თრიალეთის“ მფლობელი გახდა
„შენების მოძრაობამ“ გორში მერობის და საკრებულოს კანდიდატები წარადგინა.
მოძრაობიდან გორის მერობის კანდიდატი, მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი გახდა, ხოლო საკრებულოს სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანიტაშვილია.
როგორც კანდიდატების წარდგენისას „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მოძრაობას საქმეში გამობრძმედილი ადამიანები შეუერთდნენ.
„დავით ონიაშვილიმა უამრავი რამ გააკეთა გორის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადამიანი, რომელიც პირველი დღიდან იყო პრინციპული, ხალხის მიერ არჩეული გამგებელი. სწორედ ამ პრინციპულობას ვერ პატიობდნენ ამ ხნის მანძილზე მას“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით ონიაშვილმა კი, მოსახლეობას მოუწოდა გამოიჩინონ მოქალაქეობრივი აქტივობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
„ჩემი გამგებლობის პერიოდში დავიწყეთ უამრავი ისეთი პროექტი, რომელიც ეხება ჩვენ მომავალ თაობას. თუ მათ ღირსეული განათლება არ მივეცით, მომავალი იქნება ბუნდოვანი“,- აღნიშნა ონიაშვილმა.
ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი გორის მერობისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად გეგმავდა და ის საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატადაც იყო რეგისტრირებული.
დავით ონიაშვილი, კი გორის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2014 წელს „ქართული ოცნებიდან „ გახდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25