უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მაისი, 2020 17:19
font-size

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქციონებში ხარჯავს.

მისი თქმით, უმჯობესია, აღნიშნული თანხები მოხმარდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას და არა პარკების მოწყობას.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, მოსახლეობის საგანგაშო რაოდენობა სოციალურად დაუცველია და ამ ყველა სიკეთესთან ერთად, სახეზეა პანდემიის თანმდევი კრიზისი, გორის მუნიციპალიტეტი განაგრძობს ცხოვრებას მდიდრულ სტილში. ალბათ ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ არაფრით ჩამოუვარდება ხსენებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სან ფრანცისკოს ბიუჯეტს და ქალაქში ძვირადღირებული ატრაქციონების მოწყობითაა დაკავებული.
კერძოდ, ამ მიმართულებით 800 000 ლარს ხარჯავს.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებული ფირმა გახლავთ შპს „იმგო“. ხოლო მუნიციპალიტეტმა განახორციელა შემდეგი სახის შესყიდვები: 10-ცალი ელექტრო მანქანა (BUMPER CARS H1) 85 000 ლარი; 200-კვ/მ იატაკი ელექტრო მანქანებისთვის (Steel Floor for H1) 140 000 ლარი; 1-ცალი საკონტროლო კარადა (Control Panel for H10) 10 000 ლარი; 1-ცალი კარუსელი (Carousel H16) 75 000 ლარი; 1-ცალი მფრინავი სკამი (FlyingChair H16) 95 000 ლარი; 1-ცალი კარუსელი (Rotating Bees) 112 500 ლარი; 1-ცალი ელექტრო მატარებელი (worm coaster H40) 115 000 ლარი; 1-ცალი ატრაქციონი გემი (PiratShip H24) 167 500 ლარი.

„თავისუფალი საქართველო“ მივიჩნევთ, რომ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს გასართობი პარკი და ეს ნორმალურია, თუმცა ამ ოდენობის თანხების „გაფლანგვა“ მითუმეტეს მიმდინარე კრიზისის პირობებში, რომელიც მძიმედ აწევს მუნიციპალიტეტს ყოვლად მიუღებელია და მხოლოდ გაფლანგვა, შეიძლება, ეწოდოს. „თავისუფალი საქართველო“ მივიჩნევთ, რომ უმჯობესია, აღნიშნული თანხები მოხმარდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას და არა პარკების მოწყობას. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გასვლამდე“, - აცხადებს მაქაცარია.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა

30 მაისი, 2020 , 17:49

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადა

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა