უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
გორის რაიონულმა სასამართლომ ქმრის მკვლელობაში ფეხმძიმე ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯა 11.05.2012 15:41

გორის რაიონულ სასამართლომ ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს ნინო ხაბეიშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ფეხმძიმე ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ბრალდების მტკიცებით, 2011 წლის 11 დეკემბერს, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა საკუთარ მეუღლეს მამუკა ცერცვაძეს მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ადვოკატ ზაზა გიგაურის განცხადებით, 21 წლის პატიმარს რუსთავის კოლონიაში აბორტის გაკეთებას აიძულებენ

„ 21 წლის პატიმარი ნინო ხაბეიშვილი მძიმე მდგომარეობაშია. გოგონა ფეხმძიმედაა, რომელსაც რუსთავის ციხეში ექიმები, ბავშვის მძიმე მდგომარეობის მიზეზით, მის მოცილებას აიძულებენ. ამას წინათ რაღაც ნემსიც კი გაუკეთეს, ნინოსთვის უცნობია თუ რა წამალი შეიყვანეს მის სხეულში, ამის მერე მას თავბრუს ხვევა და თავის ტკივილი დაემართა.” – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები დაკავებულის ახლობლებს – ძმას და ბიძაშვილსაც ესაუბრნენ. მათი თქმით, ცოლ-ქმარს შორის დაწყებული უთანხმოების მიზეზი, 3 თვის შვილი გახდა.

„ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამუკა ცერცვაძემ 3 თვის ახალშობილის აივნიდან გადაგდება დააპირა, მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ ბავშვი მისი არ იყო. უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა, დედამ კი ბავშვის დაცვა სცადა”, _აცხადებენ ნინო ხაბეიშვილის ახლობლები.