უკან
რეგიონები
4 ივნისი, 2021 11:10
გორში 42 წლის კაცი მოკლეს
გორში 42 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ვერხვების დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მასრები, ტერიტორიაზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ.