უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 მაისი, 2018 15:20
font-size

გორში კომედიის ფესტივალი იწყება

5 ივნისიდან გორში, კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი იწყება. უცვლელი სლოგანით - ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“. 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად სევდიან ქალაქს ღიმილიანი ფესტივალი აჩუქა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.

კომედიის ფესტივალი ქ.გორის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან.

ყოველწლიურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვსადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მსვლლელობაში.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს აძლევს საშუალებას საფესტივალო სპექტაკლის ნახვის შემდეგ უშუალოდ სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განიხილოს დადგმა. რეგიონებში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს გრძელვადიანი და მაშტაბური კულტურული პროექტები.

კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო.

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყება და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის, და მოზარდმაყურებელთა თეატრები მიიღებენ.

ფესტივალი იმართება- გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. მხარდამჭერები:კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია -,,ბიზარტი“ და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი.

საკვანძო სიტყვები:

ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

26 აპრილი, 2019 , 14:47

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში

ქუთაისის ისტორიული უბნის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

26 აპრილი, 2019 , 14:14

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის პროექტირებაზე ტენდერი გამ

გორიჯვართან ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

23 აპრილი, 2019 , 22:58

გორში, გორიჯვრის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ი

პანკისში დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 16 პირი რჩება

22 აპრილი, 2019 , 11:00

პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება. მედიკოსების თქმით,  დაშავებული პაციენტებიდან ძირითადად ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

22 აპრილი, 2019 , 10:40

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) შემოვიდა. ეს აღნიშნული გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის წ

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს

20 აპრილი, 2019 , 14:33

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს. „წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი