უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
არქივი
სამართალი
3 მარტი, 2021 12:55
გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანა", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 2 პირია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.