უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 ივნისი, 2017 16:10
font-size

გორში ქართლის ღვინის ფესტივალი „ატენი 2017“ გაიმართა

ქართლის ღვინის ფესტივალი „ატენი 2017“ გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლა "მაჩაბელამ" გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქართლში არსებულმა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა და ინდივიდუალურმა მეღვინეებმა. ძირითადად წარმოდგენილი იყო ხაშურსა და გორში არსებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართლის ღვინოები. სპეციალურად ამ დღისთვის გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა 13 კაციანი დელეგაცია პოლონეთიდან იმ ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ. ფესტივალს ესწრებოდნენ ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა. ფესტივალზე ფოლკლორულ ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ფაცხები, სადაც ადგილობრივებმა ქართული სამზარეულო წარმოაჩინეს.

ქართლის ღვინის ფესტივალი ატენში პირველად გასულ წელს გაიმართა და მან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. წელს „ატენი 2017“-ს ატენის უძველესი ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა მასპინძლობდა. ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია ქართლის ღვინისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

ქუთაისში სასურსათო ჯიხურების დადგმის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა

20 აპრილი, 2018 , 14:15

ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გივი შუშანიამ დრეს გამართულ

კადეტების საინფორმაციო შეხვედრა თიანეთის სკოლაში გაიმართა

20 აპრილი, 2018 , 13:10

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ. ლიცეუმის ხელმძღვანელებმა და კადეტებმა მორიგი შეხვედრა დაბა თიანეთის N 1 საჯარო სკოლაში გამართეს და მოსწავლ

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გამოცხადდა

20 აპრილი, 2018 , 12:40

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო  „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში  რეგისტრაციას აცხადებს

დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობა აქციას გამართავს

20 აპრილი, 2018 , 11:00

დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისის ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მოსახლეობა უკმაყოფილოა გამ

თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა

18 აპრილი, 2018 , 12:10

აჭარის რეგიონის შემდეგ თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში არსებულ სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდა. ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და მასზ

ბორჯომის ხეობაში შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

18 აპრილი, 2018 , 11:25

საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით, შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის ხეობას ეწვ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე