უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
გორში პოლიციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო აღლუმი ჩატარდა 06.05.2012 15:05

დღეს გორში, ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო აღლუმი ჩატარდა.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღლუმზე საქართველოს შინაგანი ჯარის სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლები გამოვიდნენ.

ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა აღლუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.