უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აგვისტო, 2020 15:40
font-size

გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ.წ II და I ათასწლეულებით თარიღდება. საველე სამუშაოების წარმოებისას პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარია აღმოჩენილი, ხოლო მეოთხე ტერასაზე უკვე დაიწყო ძვ.წ X საუკუნის წარწერის სინქრონული ნაგებობის შესწავლა.

ამასთან, ახალი აღმოჩენები გაკეთდა ძვ.წ V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა არტეფაქტები, რომელიც რკინის ნივთების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

„ამ გამოკვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ჩანს, ჩვენ აქ, პირველად გრაკლიან გორაზე და საზოგადოდ ამ ეპოქისათვის საქართველოში საქმე უნდა გვქონდეს სატაძრო წარმოებასთან, ანუ ლითონის წარმოებასთან, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული სატაძრო-რელიგიურ მოთხოვნებთან. ეს არის პირველი შემთხვევა, როგორც მოგახსენეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველა ნიშანია იმისა, რომ ამ ძვ.წ. V/IV საუკუნეების ნაგებობის ქვეშ არის უფრო ძველი ძვ.წ. VI – IV საუკუნეების სხვა ნაგებობაც“, -განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა.
გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალ არტეფაქტებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე გაეცნო და წარმატება უსურვა თსუ არქეოლოგიურ ექსპედიციას.

„ძალიან საინტერესო მუშაობა მიმდინარეობს ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით. შარშან გრაკლიანი გორაზე მუშაობდა საერთაშორისო ჯგუფი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და არსებული აღმოჩენები სამეცნიერო ლიტერატურაშიც აისახა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადოქტორო დისერტაცია, რომელიც იქნა დაცული ოქსფორდში, სწორედ ამ თემატიკას ეხება, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი სიახლეები აღმოჩნდება გრაკლიანი გორაზე. ეს მეოთხე ტერასაა, კიდევ ბევრი არის გასათხრელი, ასე რომ წლების სამუშაო გველოდება წინ“., - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

არქეოლოგიური გათხრები თსუ სტუდენტების ჩართულობით მიმდინარეობს.

გრაკლიან გორაზე თსუ არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა.

თსუ ექსპედიციის მიერ 2015 წელს აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა მაიამის (აშშ) ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების რიცხვში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.